14:06 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 13:21:55, 422 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: არავის აქვს სურვილი პრეზიდენტი ყურით ატაროს

არავის აქვს სურვილი პრეზიდენტი ყურით ატაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყავთ თავის ვალდებულებებს ვერ განახორციელებს.

მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, ხომ არ არის მცდელობა იმისა, რომ პრეზიდენტი ყურით ატარონ.

„მე არ ვიცი რას და ვის გულისხმობდა გიორგი მარგველაშვილი. დიდი იმედი მაქვს, რომ საკუთარ თავს არ გულისხმობდა და საკუთარ ასეთ შეურაცხმყოფელ ტონალობაში არ საუბრობს. არავის არ აქვს იმის სურვილი, რომ პრეზიდენტი ყურით ატაროს. ყველას სურს პრეზიდენტმაც, მთავრობამაც და პარლამენტმაც და ყველამ ამ ქვეყანაში შეთანხმებულად, ერთად იმოქმედოს იმისათვის, რომ რიგის სამიტი წარმატებული იყოს. თუმცა რიგაში არც არაფერი იწყება და არც არაფერი მთავრდება. ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ევროპული ინტეგრაცია იყოს წარმატებული, ამას სჭირდება ის, რომ ყველა უნდა იყოს თავის ადგილზე, საკუთარ უფლებამოსილებას ასრულებდეს და არ ქონდეს განცდა, რომ არის ერთადერთი, რომელმაც იცის რა არის ჭეშმარიტება და მხოლოდ მას უდნა ეკითხებოდეს ყველა ჭკუას. მე არ მესმის პრეზიდენტის ეს განცხადება. იმედი მაქვს, რომელიმე სხვა ქვეყნის პრეზიდენზე საუბრობდა“, - განაცხადა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics