18:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 09:34:00, 2619 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძის მხარდამჭერთა კლუბს თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს

რუსთაველის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა, რომელსაც თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს.

მხარდამჭერთა კლუბი თავად კახა კალაძემ გახსნა და კლუბის ხელმძღვანელი  საზოგადოებას წარუდგინა.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა. ვიცი, რომ კახა კალაძე თბილისის წარმატებული მერი იქნება. ის ჩვენთვის აუცილებელ სიცოცხლით სავსე ქალაქს შექმნის, სადაც იქნება რეკრეაციული ზონები, ტურისტულად მოწყობილი უბნები და  ჩვენი ბავშვები იქნებიან მაქსიმალურად დაცული“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

მისივე თქმით, მხარდამჭერთა კლუბში გარკვეულ იდეებს შეაგროვებენ და თბილისის მერობის კანდიდატს შესთავაზებენ.

თემურ მიქელაძემ თბილისის მერობის კანდიდატს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics