18:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 12:10:55, 2262 ნახვა

საზოგადოება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით მე-80 შეხვედრა გაიმართა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 7 სექტემბრამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო „პატიმრობაში“ მყოფი გიორგი გიუნაშვილის, საქართველოს მოქალაქის, დავით ბაშარულის გარდაცვალების საქმის გამოძიების აუცილებლობის და დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ოკუპირებული ახალგორის მკვიდრის თამარ მეარაყიშვილის შევიწროების საკითხებს.

შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე და მისგან გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებზე. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს თუ განხორციელებულ ქმედებებს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების საშუალების შეზღუდვას“, - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შემდეგი შეხვედრა 2017 წლის 3 ოქტომბერს გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics