17:32 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 01:22:42, 2325 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილს ეკონომიკური ფორუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა

კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებისათვის გალა-დაჯილდოების ცერემონია  გაიმართა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილს ეკონომიკური ფორუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონგრესცენტრში საქართველოს პრეზიდენტს ჯილდო 2005 - 2010 წლებში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფოთა მეთაურებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ჯილდოსათვის და განაცხადა, რომ დღევანდელმა ფორუმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართველი და პოლონელი ხალხის საერთო ღირებულებები: თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სამართლებრივი სახელმწიფო.

,,ჩემთვის დიდი პატივია ფორუმის სპეციალური პრიზის მიღება. გულწრფელ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ესოდენ დიდი დაფასებისათვის'', - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის შესახებ და განცხადა, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics