23:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 07:25:44, 2162 ნახვა

კომენტარი
რამიშვილი: გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში საქართველოში არავინ არასდროს ვიქნებით დაცული

ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მედიასთან განმარტა, თუ რაზე გაამახვილა დაცვის მხარემ ყურადღება საკუთარ დასკვნით სიტყვაში.

რამიშვილის თქმით, მოსამართლეს საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები და მტკიცებულებები არ ასაბუთებს წაყენებული ბრალის საფუძვლიანობას.

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ციანიდი მამა გიორგი მამალაძეს ჩაუდეს.

"უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ჩვენებებიდან გამომდინარე, თუ იქნებოდა იქ ამდაგვარი ნივთიერება, წარმოუდგენელია, არ აღმოეჩინათ. შესაბამისად, არ იქნა აღმოჩენილი, რადგან არ არსებობდა და აღმოჩნდა მას შემდეგ, როცა ბარგის შესამოწმებლად დასჭირდათ 9 საათი. მიიღეს მითითებები, როგორ ემოქმედათ და შემდეგ აღმოაჩინეს ციანიდი. იმედი მაქვს, მოსამართლის გადაწყვეტილება დამოუკიდებელი და სამართლიანი იქნება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მართლმსაჯულებისთვის კატასტროფა. მაშინ არავინ არასდროს ვიქნებით დაცული, რომ ჩვენი სიმართლე გვქონდეს", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ჯერჯერობით მამა გიორგი მამალაძეს საბოლოო სიტყვა არ უთქვამს. უცნობია, მოესწრება თუ არა დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით გამოსვლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics