2017-08-24 07:52:48, 2458 ნახვა
კომენტარი
ალავიძე: სიტუცია დამაიმედებელია, ქარმა თუ არ შეგვიშალა, ხანძარი ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ამჟამინდელი სიტუაცია დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
მისივე თქმით, თუ ქარი პრობლემას არ შექმნის, ხვალისთვის ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი იქნება ლოკალიზებული.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შტაბს აქვს ზუსტად მონიშნული ხანძრის კერები, რომელთაც ვერტმფრენები ამუშავებენ.
"ბოლო ინფორმაცია დამაიმედებელია. სიტუაცია დიდ ოპტიმიზმს გვაძლევს. ბოლო დღეების განმავლობაში, რაც აქ ვიმყოფებით, 15-დან 18 საათამდე ქარი ძლიერდება ხოლმე, რაც ცეცხლს აღვივებს, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, როგორც ამჟამად არის, ვფიქრობ, რომ ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება. ჩვენ ასევე რკალი გვაქვს შემოვლებული ხანძრის კერებისთვის, რათა არ მოხდეს ცეცხლის ჯანსაღ ტყეზე გაღვივება", - განაცხადა ალავიძემ.
ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ტექნიკა, რომლითაც უწევთ მუშაობა ბორჯომის ხეობაში საკმარისია.
ავტორი: ,