15:24 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 12:41:09, 2602 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მაიკ პენსი: პრეზიდენტი ტრამპი და მე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას

„პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

პენსმა საქართველოში მიმდინარე წვრთნაზე „ღირსეული პარტნიორი 2017“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი მაგალითია ამერიკის დახმარებისა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის.

„დღეს მიმდინარეობს წვრთნა გლობალური პარტნიორი, სადაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, რაც საქართველოს აძლევს საშუალებას გაამყაროს თავისი თავდაცვისუნარიანობა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი ამერიკის დახმარებისა საქართველოს თავდაცვის უნარის განმტკიცებაში. პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ასევე ძალიან შთაბეჭდილების მომხდენია, რომ საქართველო 2 პროცენტს ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტზე თავდაცვის სფეროზე. ამით ის ზოგიერთ ნატოს წევრს ასწრებს, თუმცა ეს მძიმე რეალობით არის გამოწვეული“, - განაცხადა მაიკ პენსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics