02:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 09:41:28, 2419 ნახვა

საზოგადოება
მესტიაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორგანიზებით, მესტიაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა.

ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა გაუწიეს.

ადგილზე 15-მდე სხვადასხვა მიმართულების ექიმთა ჯგუფი იყო მობილიზებული. აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ.

ექიმის დანიშნეულების მიხედვითკი, შესაბამისი მედიკამენტები უსასყდლოდ გადაეცათ. მრავალპროფილიანი სამედიცინო გასინჯვები მესტიაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო.

პროფილაქტიკური გასინჯვები პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ცენტრის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.  

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics