02:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-24 17:10:36, 2821 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკის პროექტის მონაწილეები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის - „ბანაკი პოლიციაში“ ფარგლებში, როგორც რეგიონის, ასევე, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მე-9 კლასის 30 მოსწავლეს უმასპინძლა.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტი საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მოსწავლეები და 6 სამართალდამცველი, რომლებიც სკოლებთან „სამართლებრივი კულტურის“ სასწავლო კურსის ფარგლებში თანამშრომლობენ, საპატრულო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვივნენ.

პროექტის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში სტუმრები ჩართული იყვნენ სხვადასხვა პრაქტიკულ და თეორიულ აქტივობაში.

ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის პოლიციის მუშაობის სპეციფიკის, სამართალდამცველების უფლება-მოვალეობების, მათი ყოველდღიური საქმიანობის გაცნობა, ასევე, საზოგადოების პოლიციასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის პრევენციის მიმართულებით.

 

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics