12:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 13:35:53, 3110 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ანრი ოხანაშვილი: დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტის შენიშვნები არგუმენტირებული არ იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არაარგუმენტირებული იყო და ძირითადად  ჰიპოთეზას ეფუძნებოდა:

„მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო ვეტოს საკითხს, ყურადღებით გავეცანით ყველა იმ შენიშვნას, რომელიც წარმოდგენილი იყო პრეზიდენტის შენიშვნებში, საკომიტეტო მოსმენაზე გვქონდა აქტიური მსჯელობა და დისკუსია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რა საკითხებიც შენიშვნის სახით იყო წარმოდგენილი, თუმცა ყველა საკითხი მთლიანობაში ეფუძნებოდა ჰიპოთეზას, მხოლოდ მიმართული იყო ვარაუდებზე, არა ფაქტებზე, არგუმენტებზე, აქედან გამომდინარე, მე დავრწმუნდი იმაში, რომ შენიშვნები არ იყო არგუმენტირებული“,-აღნიშნა ოხანაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე.

სხვა საკითხებთან ერთად, სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს 20 ივლისს ვეტო დაადო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics