12:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 17:32:35, 2233 ნახვა

კომენტარი
ნინო ბურჭულაძე: „არემჯი გოლდში" საეჭვო, საკადრო ცვლილებები დაიწყო

საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლის ნინო ბურჭულაძის განცხადებით, კომპანია „არემჯი გოლდის“ ხელმძღვანელს ხელმძღვანელს სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებზე თვალი უჭირავს. ბურჭულაძის თქმით: „კომპანიაში საეჭვო, საკადრო ცვლილებები დაიწყო.

საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის თავმჯდომარესთან კონკრეტული კითხვები აქვს.

„კომპანიაში დაიწყო საეჭვო, საკადრო ცვლილებები. თავიდან კომპანიაში დიმიტრი ქუმსიშვილის ყოფილი მოადგილის ირმა ქავთარაძის მეუღლე აღმოჩნდა დასაქმებული კახა ჟღენტზეა საუბარი. დაახლოებით 6 თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარემოს დაცვის ადმინისტრაციის უფროსის მარიამ მათიაშვილის მეუღლე დასაქმთა „არემჯი გოლდში“, რომელსაც  მანამდე გარემოს დაცვის სამინისტროში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა. ბოლოს, დიმიტრი ტროცკის სამიზნე აღმოჩნდა  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელიც ტროცკიმ კომპანიის წევრად შეიყვანა. ამ ყველაფერმა და გარდა ამისა, კუჭავა თავიდანვე წარმოდგენილი იყო „არემჯი გოლის“ შვილობილ კომპანიაში, ამიტომ გაგვიჩინა კითხვები გარემოს დაცვის თავმჯდომარესთან“, - განაცხადა  ბურჭულაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics