03:41 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 11:23:00, 2760 ნახვა

პოლიტიკა
ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას ილია ელოშვილი დაიკავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ იგი წარმატებით გაართმევს თავს მის ფუნქციებს:

„ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი მინდა წარმოგიდინოთ. ილია პირველი მიადგილეა 2012 წლიდან, ყველა პროექტში, რომელიც  განახოერციელა ენერგეტიკის სამინისტრომ, მას  ძალიან  მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრიც, ასე რომ  მინისტრობის გამოცდილება  აქვს. დარწმუნებული ვარ,  იგი წარმატებით გაართმევს თავს ამ ძალიან მნიშვნელოვან  ფუნქციას და ამოცანებს ”,-განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ,  კახი კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა, ვინაიდან ის  "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics