03:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 10:52:54, 2641 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 16 ადამიანი

ამერიკის შტატ მისისიპიში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 16 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი დღეს ღამით მოხდა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ამასთან, თვითმფრინავი საბრძოლო მასალით იყო დატვირთული, რის გამოც სამაშველო ჯგუფებს მასთან მისვლა გაუჭირდათ. 

თვითმხილველის განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს, მან ნახა, რომ ერთ-ერთი ძრავი იწვოდა. 

როგორც მედია წერს,  ბორტზე სამხედრო პირები იმყოფებოდნენ. მისისიპის გუბერნატორმა მომხდარ გატასტროფას "ტრაგედია" უწოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics