22:35 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 12:34:39, 2204 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: ძალიან მცირეა შემთხვევები, როცა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირსა და შენგენის ზონაში შესვლაზე უარი ეთქვათ

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან გასული 90 დღე შეაფასა.

 მისი თქმით, პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მინისტრის ინფორმაციით, უკვე უვიზო მიმოსვლით დაახლოებით, 37 000-მა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.

 ჯანელიძის განმარტებით, ძალიან მცირეა შემთხვევები, როცა საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირსა და შენგენის ზონაში შესვლაზე უარი ეთქვათ.

 „ეს ადასტურებს  იმას, რომ საქართველო აგრძელებს პასუხისმგებლობით ამ პროცესისადმი მიდგომას. ასევე ნაბიჯების გადადგმას, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებულად ამ რეჟიმის ფუნქციონირებას და ჩვენ მოველით, რომ მომაავლში ეს ასევე წარმატებით გაგრძელდება“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics