22:34 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 12:26:16, 2245 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე მაიკლ პენსის ვიზიტზე: ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში დაგეგმილ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს გამოეხმაურა.

 მისი შეფასებით, მაიკლ პენსის ვიზიტი საქართველოსა და ამერიკას შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის, სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

 „ჩვენ პირველივე ეტაპზე ძალიან ახლო და კარგი კონტაქტი დავამყარეთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, ასევე გვქონდა სიღრმისეული განხილვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და საქართველოში ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ასეთ მოკლე პერიოდში არის დასტური, რომ საქართველო და აშშ ერთად გააგრძელებენ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს ვიზიტი იყოს მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, ასევე ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ეს ვიზიტი იმართება ესტონეთში, მონტენეგროსა და საქართველოში, რაც ხაზს უსვამს, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომელთანაც აშშ-ს განსაკუთრებულად სტრატეგიული და ახლო ურთიერთობები აქვს”,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics