09:23 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 15:12:30, 2723 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ივანიშვილის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროექტი, სააკაშვილის პროექტზე 20-ჯერ უკეთესი იქნება

საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით კავკასიაში უნიკალური საუნივერსიტეტო კომპლექსი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. 

პრემიერის ინფორმაციით, პროექტის დეტალებსა და მასშტაბებზე ფონდი "ქართუ" მოგვიანებით ისაუბრებს. 

"გარწმუნებთ, ეს იქნება 10-ჯერ და 20-ჯერ უკეთესი, ვიდრე იყო სააკაშვილის მიერ ჩაფიქრებული პროექტი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი აპირებს, ააშენოს მრავალ ათეულ მილიონიანი უნივერსიტეტი საქართველოში, თავისი კამპუსით, რომელიც იქნება უნიკალური კომპლექსი",- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ბათუმში უფუნქციოდ დარჩენილი შენობა გაიყიდება.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ბათუმში მდებარე შენობა თავდაპირველად ბანკისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა მოგვიანებით მისთვის ფუნქციის შეცვლა მოინდომა.
პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ამ თემაზე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს და მიიჩნევს, რომ აბსურდულ განცხადებებზე კომეტარის გაკეთება არასერიოზულია.

ცნობისთვის, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტექნოლოგიური უნივრესიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან კონსულტაციები უკვე გამართა.

ნარმანიას  თქმით, უნივერსიტეტის ასაშენებლად რამდენიმე ტერიტორიას განიხილავენ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაცია უკვე გვქონდა ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან. არის რამდენიმე ტერიტორია, რომელიც შეიძლება მათ შევთავაზოთ. გააჩნია პროექტი რა მოცულობის იქნება და შესაბამისად, რა ტერიტორია დასჭირდება. კონსულტაციებს აუცილებლად გავაგრძელებთ, როდესაც პროექტი წარმოდგენილი იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics