20:17 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 11:49:02, 2759 ნახვა

მსოფლიო
საქართველოს საზღვართან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს

„რადიო თავისუფლების" ყოფილი პროდიუსერი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი საქართველოს საზღვართან დააკავეს, - ამის შესახებ Haqqin იუწყება.

დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატის ჯავიდ რზაზადეს ინფორმაციით, საზღვრის გადაკვეთის დროს ჟურნალისტს განუცხადეს, რომ ის ძებნაში იმყოფება.

როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, ჟურნალისტს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება ეკრძალება.

აღნიშნულ ფაქტს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვამ გამოეხმაურა.

როგორც ისმაილოვამ აღნიშნა, მაჰმუდოვი თამამი ურნალისტია და მისი დაკავებს სხვა მიზეზი არ არსებობს.

"რამდენიმე წლის განმავლობაში  ერთად ვმუშაობდით „რადიო თავისუფლების" გადაცემაზე After Work, მე წამყვანი ვიყავი, ის - პროდიუსერი. „რადიო თავისუფლების" ბაქოს ოფისის დახურვის შემდეგ კამრანი სხვადასხვა გადაცემებს უძღვებოდა სხვადასხვა პლატფორმებზე, რომლებიც მიმდინარე საკითხებს ეხებოდა. კამრან მაჰმუდოვი თამამი ჟურნალისტია. მისი დაკავებისთვის სხვა მიზეზი არ არსებობს", - განაცხადა ხადიჯა ისმაილოვამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics