|
2017-06-16 15:27:02, 2707 ნახვა
მსოფლიო
BBC: ISIS-ს ლიდერი აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი სავარაუდოდ ლიკვიდირებულია - ინფორმაცია ზუსტდება
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი სავარაუდოდ 28 მაისს რუსეთის საჰაერო ძალებმა მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC იტყობინება, გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იძიებს. მედია საშუალების ინფორმაციით, სირიაში რუსეთის საჰაერო ძალების მიერ მიტანილი იერიშის დროს 330 მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის კი, სავარაუდოდ აბუ ბაკრ ალ-ბაღდადიც იყო. ამასთან, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის თაობაზე შესაბამი ინფორმაცია მედიაში ბევრჯერ გავრცელებულა. მედიის ცნობით, 330 მებრძოლიდან 30 წევრი დაჯგუფების სხვა ლიდერები არიან. ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციის სპიკერის კონ დორიანის განცხადებით, ამერიკა ბაღდადის გარდაცვალებას ვერ ადასტურებს. ცნობისთვის, აბუ ბაკრ ალ ბაღდადი, ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში 1971 წელს დაიბადა. 2003 წელს ის ერთ-ერთ მეჩეთში მსახურობდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის უკვე მაშინ იყო ჯიჰადისტების მებრძოლი და ალ-ქაიდასთან იყო კავშირში. ხოლო, 2010 წელს ალ-ბაღდადი ერაყში, ალ-ქაიდას ლიდერი გახდა. 2011 წლის ოქტომბერში ამერიკამ ალ-ბაღდადს ოფიციალურად "ტერორისტის" სტატუსი მიანიჭა. აშშ-მ ტერორისტის შესახებ რაიმე ინფორმაციის სანაცვლოდ 25 მილიონი დოლარი დააწესა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)