|
2017-06-14 15:03:51, 2210 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობა კობალაძე: საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, კონგოში გადავფრინდე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა კობალაძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დღემდე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კონგოში ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავის ადგილსამყოფელის დასადგენად. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, საგარეო უწყების ეფექტური მუშაობის შედეგად, მოლაპარაკებები დასრულების ეტაპზე იყო, როცა 13 მაისს რამოდენიმე უკონტროლო ჯგუფს შორის შეტაკება მოხდა და ვითარება შეიცვალა. კობა კობალაძე მზადაა, საჭიროების შემთხვევაში კონგოში ჩავიდეს: „რა თქმა უნდა, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე, ჩვენდა სამწუხაროდ, ოჯახისა და მეგობრების პროტესტს მოყვა ის, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა და პოლიტიკურმა მიმართულებებმა გადაწყვიტეს, ამ თემით ესპეკულანტათ, რასაც ლოგიკურად და სამართლიანად მოჰყვა ოჯახის წევრების და მეგობრების მძაფრი რეაქცია და აღნიშნული ხალხი განდევნილი იყვნენ იმ შეკრებიდან. ჩვენ გვქონდა და გვაქვს საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ვიცით გარკვეული საინფორმაციო უზრუნველყოფა, საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და იყო ეტაპი მიყვანილი მოლაპარაკებების დასრულებაზე, მაგრამ 13 მაისს მოხდა რამოდენიმე უკონტროლო ჯგუფს შორის შეტაკება და ერთ-ერთმა ასეთმა ჯგუფმა სიღრმეში გაიტაცა, არაერთგვაროვანი ინფორმაცია იყო, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ იყო მიწვეული ოჯახის წევრები და მეგობრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მეც ვიყავი მიწვეული, როგორც პარლამენტის წევრი. ეს საკითხი აყვანილი გვაქვს კონტროლზე და გვქვს პასუხისმგებლობა, რომ ბოლომდე მივყვეთ, საჭირო თუ იქნება, მე პირადად მზად ვარ, გადავფრინდე კონგოში“,-განაცხადა კობა კობალაძემ. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსორაული მართავდა. სოსო ოსორაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო.
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)