13:58 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 14:31:25, 2177 ნახვა

კომენტარი
პროკურორი: მიმდინარეობს იმ პოლიციელების დაკითხვა, რომლებიც Birja Mafia-ს წევრების დაკავებაში მონაწილეობდნენ

ჯგუფ Birja Mafia-ს საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე იმ პოლიციელების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც მუსიკოსების დაკავებაში მონაწილეობდნენ.

როგორც გუმბერიძემ აღნიშნა, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. 

"იმის გათვალისწინებით, რომ ისინი წარსულში არ იყვნენ ნასამართლები და ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდგინდათ, ამ ეტაპზე ბრალდების მხარეს მათი პატიმრობაში დატოვება მიზანშეწონილად არ მიაჩნია“,- განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

სააპელაცო სასამართლოში ჯგუფ Birja Mafia-ს წევრის, მიხეილ მგალობლიშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ამასთან, დღესვე გაიმართება ჯგუფის მეორე წევრის, გიორგი ქებურიას სასამართლო სხდომა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics