17:49 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 10:32:28, 1908 ნახვა

საზოგადოება
მოკრივე მერაბ დვალიშვილი: სასამართლო დღეს გაიმართება, ავთოს სჭირდება აშშ-ში ლეგალურად მცხოვრები 4 პირის თავდებში ჩადგომა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ნიუ-იორკში დაკავებულ მოკრივეებს ავთანდილ ხურციძესა და ლევან მაყაშვილს სასამართლოზე 4 თავდები პირი ესაჭიროებათ.

როგორც დვალიშვილი აცხადებს, აუცილებელია ის ადამიანები, ვინც სპორტსმენებს თავდებში ჩაუდგებიან, აშშ-ში ლეგალურად ცხოვრობდნენ და სტაბილური სამსახური ჰქონდეთ.

დვალიშვილის თქმით, სასამართლო სხდომა დღეს ნიუ-იორკის დროით 12:00 საათზე გაიმართება. 

„ვიდრე ყველაფერი გაირკვევა, საჭიროა ოთხი ადამიანი ჩაუდგეს თავდებში. კარგი იქნება, თუ გამოჩნდებიან ის ადმიანები, ვინც თავდებში ჩაუდგებიან სპორტსმენებს.

ავთანდილ ხურციძეს დღეს უფასო ადვოკატი მოუყვანეს, თუმცა ხელი არ მოაწერა და ეყოლება თავისი დაქირავებული ადვოკატი. ბიჭები უდანაშაულოები არიან “,- აცხადებს მერაბ დვალიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics