15:39 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 10:27:11, 2415 ნახვა

მსოფლიო
ტერეზა მეი: მონაცემები გვიჩვენებს, რომ „კონსერვატიულმა პარტიამ“ ყველაზე მეტი ხმა მიიღო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მოქალაქეებს სიტყვით მიმართა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტერეზა მეიმ, მეიდენჰედის ოლქში, სადაც კენჭს იყრიდა, როგორც კონსერვატიული პარტიის წევრი, გამარჯვება მოიპოვა.

როგორც მეიმ სიტყვით გამოსვლისა აღნიშნა, გამარჯვებულ პარტიას სტაბილურობის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული. 

„ახლა ყველაზე მეტად ამ ქვეყანას სტაბილურობის პერიოდი სჭირდება და როგორც მონაცემები გვიჩვენებს, „კონსერვატიულმა პარტიამ“ ყველაზე მეტი ადგილი და, სავარაუდოდ, ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ჩვენ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ სტაბილურობის პერიოდი და სწორედ ამას გავაკეთებთ.

წინასაარჩევნო კამპანიისას, ჩვენ გადავწყვიტეთ განგვეხილა საკითხები, რომელიც პრიორიტეტულია ბრიტანელი ხალხისთვის: მივიღოთ საუკეთესო შეთანხმება ბრექსიტზე, ვაჩვენოთ თუ როგორ შეგვიძლია მივუდგეთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ დიდ გამოწვევებს, ვიმოქმედოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ყოველთვის ვცდილობდი, როგორც პარლამენტის წევრი და ჩემი ამოცანაა, დღესაც იგივე ვაკეთო, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი. 

ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს. როგორიც არ უნდა იყოს ის, „კონსერვატიული პარტია“ გპირდებათ, რომ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, რათა ჩვენ, როგორც ერთიანმა ქვეყანამ წინსვლა შევძლოთ”, - განაცხადა ტერეზა მეიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics