12:29 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 14:52:04, 1901 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი თეირანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თეირანში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, ირანის მთავრობას, ირანელ ხალხს თანადგომას უცხადებს.

„შეძრწუნებული ვარ თეირანში, ირანის პარლამენტსა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმს და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ - ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.

ამ განსაცდელის ჟამს მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ირანის მთავრობას, ირანელ ხალხს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics