|
2017-06-05 17:15:39, 1803 ნახვა
საზოგადოება
სამშვიდობო მისიაში მონაწილე ამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღეს
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღეს. თბილისის, რუსთავის, ფოთის, გორის, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის და მარნეულის საჯარო სკოლების წერილებთან ერთად, ბავშვებმა ჯარისკაცებს საჩუქრებიც გაუგზავნეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სკოლის მოსწავლეებს საპასუხო ბარათებიც მოუმზადეს და უახლოეს მომავალში საქართველოში გამოგზავნას გეგმავენ. „წერილები ჯარისკაცებს“ საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. ამჯერად, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, წერილები მთელი საქართველოს მაშტაბით შეგროვდა, ხოლო ავღანეთში მათი გაგზავნა თავდაცვის სამინსტროს მიერ განხორციელდა. პროექტის მიზანი სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)