2017-06-05 14:55:26, 2352 ნახვა
მსოფლიო
უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი: საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყნები უნდა გახდნენ
უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერის ირინა გერაშინკოს განცხადებით, უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყნები უნდა გახდნენ.
როგორც გერაშენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა ნატო-ს წევრობა მიიღონ.
მისივე თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს და უკრაინას სრული უფლება აქვთ, ალიანსის წევრები გახდნენ, თუმცა აღნიშნული საკითხის განხილვა უვადო დროით გადაწიეს.
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდეს. უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ე და 31-ე წევრი ქვეყნები უნდა გახდნენ", - წერს გერაშენკო.
ამასთან, რადას ვიცე-სპიკერმა ნეგატიურად შეაფასა 2008 წლის სამიტზე გერმანიის და საფრანგეთის მიერ 2 ქვეყნის ნატო-ს წევრობის გეგმის დაბლოკვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან