11:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 13:56:15, 834 ნახვა

რეგიონი
თელავში, ყვარელსა და ლაგოდეხში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა

5 ივნისს, ღამის 02:00 საათიდან 04:00 საათამდე სსსტც „დელტა“-ს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში - თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონების თავზე წარმოქმნილი სეტყვასაშიში შიდამასიური ღრუბლის მასები განეიტრალდა.

„დელტა“-ს ინფორმაციით, ჯამში 400 კმ2-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე შიდა მასიური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა.

„სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა კი აღემატებოდა 30 მმ.

ღამის 02:00 საათიდან სეტყვასაშიში კერების სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა. გასროლილი იქნა 28 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა, რის შედეგადაც სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები თელავის და ყვარლის რაიონის თავზე წვიმის, ხოლო ლაგოდეხის რაიონის მონაკვეთზე, მეტწილად მთის ფერდობსა და დასახლებული პუნქტების თავზე წვიმისა და წვრილი სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა“, - აცხადებენ „დელტაში“.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics