12:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 16:03:30, 2125 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში ამხანაგობების დაფინანსება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სხვადასხვა სახის სამუშაოები 36 ობიექტზე დასრულდა, მათ შორის: 6 ობიექტზე წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია, 9 მისამართზე ქანობიანი და ბრტყელი სახურავების შეკეთება , ასევე,  სადარბაზოების რემონტი, საერთო სარგებლობის კიბეების, ლიფტების, სადარბაზოს მეტალის კარებისა და შენობის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია დასრულდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მისაღებად, დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში განცხადებები ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით მიიღება. მაისის თვეში თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში 65 განცხადებაა შესული.

მიმდინარე წელს დიდუბის რაიონის გამგეობამ ამხანაგობების მიერ წარდგენილი 178 ობიექტის რეაბილიტაცია დააფინანსა, რომელზეც ჯამში 1 988 056 ლარი დაიხარჯა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics