12:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 19:44:59, 1935 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე სხალთის ხეობას ეწვია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციებს დაესწრო. 

ხულოს ცენტრში დასუფთავების პროექტის გაცნობის შემდეგ, ზურაბ პატარაძე სხალთის ხეობას ეწვია, სადაც აჭარის მთავრობის, დეპუტატების და ხულოს მუნიციპალიტეტის წევრებთან ერთად განახლებული კულტურის სახლი გახსნა. 

სხალთის კულტურის სახლი სმშენებლობა-რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის 2016 წლის პრიორიტეტული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა.

სამუშაოებისთვის 159157 ლარი იყო გამოყოფილი. კულტურის სახლში შეკრებულ საზოგადოებას ზურაბ პატარაძე მიესალმა და მთავრობის მიერ მაღალმთიანი აჭარის განვითარების გეგმის შესახებ ესაუბრა.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რეგიონის ხელისუფლებისთვის მთა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, მთის კურორტებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით. 

დაგეგმილია ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება, რომლებიც მოიცავს როგორც ახალი სკოლების, ბაღების, ლოჯისტიკური ცენტრების, ისე გზების მშენებლობას.

დღესვე, ზურაბ პატარაძე სხალთაში მდებარე შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და მუზეუმის ის ექსპონატები დაათვალიერა, რომელიცშერიფ ხიმშიაშვილის შთამომავლებმა 2002 წელს უსასყიდლოდ გადასცესსახელმწიფოს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics