|
2015-04-16 17:51:13, 675 ნახვა
საზოგადოება
"ახალგარზდა უფლებადამცველთა ასოციაცია" ასირიელი ქრისტიანებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს
"ახალგარზდა უფლებადამცველთა ასოციაცია" ასირიელი ქრისტიანებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მათ შესაბამისი განცხადება დღეს მთავრობის კანცელარიაში მიიტანეს. როგორც "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კობაიძემ, "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ქართულ მხარეს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად ათასამდე ახლო აღმოსავლეთიდან დევნილმა მიმართა, რომელთაგან თანხმობა მხოლოდ დაახლოებით, 20%-ს ეთქვა. კობაიძის შეფასებით, სახელმწიფომ ამ მიმართულებით უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას. "ასირიელი ქრისტიანებისთვის ვითხოვთ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას. ბოლო ორი წლის მანძილზე ათასამდე ახლო აღმოსავლეთიდან დევნილმა მიმართა სახელმწიფოს და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა. სამწუხაროა, რომ აქედან დაახლოებით მხოლოდ 20 პროცენტს ეთქვა თანხმობა, დანარჩენს არა. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა, სახელმწიფომ უფრო თამამი ნაბიჯები გადადგას და უფრო მეტ ადამიანს მიეცეს ლტოლვილის სტატუსი",-აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ. ცნობისთვის, "გააჩერეთ გენოციდი"- ამ სახელწოდებით ქართველი ფეისბუქ მომხმარებელები პეტიციას ავრცელებენ. საზოგადოება ხელისუფლებისგან მართლმადიდებელი ასირიელებისთვის თავშესაფრის მიცემას ითხოვს. დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ასირიელების წამებისა და მკვლელობის შემზარავ კადრებს სისტემატიურად აქვეყნებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)