11:17 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 16:05:47, 1785 ნახვა

საზოგადოება
ლალი მოროშკინა ქალთა #5 დაწესებულებას ესტუმრა და „იძულებით პატიმარ“ ჩვილებს საჩუქრები გადასცა

ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლალი მოროშკინა ქალთა #5 დაწესებულებას ესტუმრა და „იძულებით პატიმარ“ ჩვილებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს" სახელით საჩუქრები გადასცა.

„სამწუხაროა, რომ 1ივნისს, 3 წლამდე ბავშვები, რომებიც იძულებით მშობლებთან ერთად "იხდიან სასჯელს" არავის ახსოვს.

კარგია, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს, მაგრამ განა ეს საკმარისია სათუთი ფსიქიკისთვის?“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

ყოველ წელს ეს ორგანიზაცია ტრადიციისამებრ სტუმრობს ქალთა #5 დაწესებულებას და საჩუქრებით ახარებს "იძულებით პატიმარ" ჩვილებს.

„იმედია ყველა დედა და მომავალი დედა დაფიქრდება, რომ პატარა არ გაწიროს გალიისთვის, თუმც ის მოოქროვილი იყოს!“, - აღნიშნა მოროშკინამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics