09:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 08:30:06, 1861 ნახვა

საზოგადოება
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი საქართველოს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ერთ-ერთი ადვოკატის ​ნემეტ კარიმლის განცხადებით, ის საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ადვოკატმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა. 

ამასთან, ადვოკატი საქართველოს მხარეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. 

როგორც კარიმლიმ აღნიშნა, ჟურნალისტმა მას გუშინ, აზერბაიჯანის დროით, 18:00 საათზე დაურეკა და უთხრა, რომ აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის მეტრო საჰილთან მდებარე შენობაში იმყოფება.

ადვოკატის თქმით, ჟურნალისტის გადაცემა აზერბაიჯანისთვის საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან იყო საერთაშორისო ნორმების დარღვევა და ისინი აუცილებლად შეიტანენ სარჩელს საქართველოს წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics