09:20 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 15:59:52, 2509 ნახვა

მსოფლიო
მაკკეინი: ლავროვი ქურდის და მკვლელის პროპაგანდისტია, რომელსაც ოვალურ კაბინეტში არაფერი ესაქმება

ამერიკის შეერთებული შტატების "რესპუბლიკული" სენატორის კონ მაკკეინის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელსაც "მარიონეტი და პროპაგანდისტია, რომელსაც არაფერი ესაქმება აშშ-ის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში“, - ამის შესახებ სენატორმა Fox News Sunday-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სენატორმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "მკვლელად" მოიხსენია. 

"ერთი რამ ვიცი: ლავროვი ქურდის და მკვლელის მარიონეტია, რომელმაც რუსული მაღალი სიზუსტის შეიარაღება გამოიყენა ალეპოში საავადმყოფოებზე დარტყმების მისატანად, რომელიც ადამიანის უფლებებს მთლიანად რეგიონში თელავდა, რომელიც უკრაინაში შეიჭრა და ყირიმი წაართვა. ის ქურდივით იქცეოდა და მას არაფერი ესაქმება ოვალურ კაბინეტში. გარკვეულ გარემოებებში დასაშვები იქნებოდა ტრამპის შეხვედრა პუტინთან, მაგრამ არა მარიონეტ ლავროვთან. ის მხოლოდ პროპაგანდისტია", - აღნიშნა სენატორმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და დონალდ ტრამპს შეხვდა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics