00:17 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 18:45:10, 2275 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ანა დოლიძე: პრეზიდენტი კონსტიტუციაში 94-ე მუხლის არსებობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კამპანიის „კონსტიტუცია თანასწორობისთვის - არა Liberty Act" წარმომადგენლებს სალომე ადამიას, მარიამ გაჩეჩილაძეს და ვახტანგ სიფრაშვილს შეხვდა.

25 ორგანიზაციის მიერ შექმნილი კომპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისგან კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას ითხოვს.

ანა დოლიძემ კამპანიის წარმომადგენლებს მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.

,,საქართველოს პრეზიდენტი იზიარებს ამ კამპანიის სულისკვეთებას, რადგან მიაჩნია, რომ მთავრობის და სახელისუფლო გუნდის, მისი წევრების გადასაწყვეტია გადასახადების აწევა, დაწევა და საგადასახადო პოლიტიკის გამკაცრება.

სწორედ აქედან გამომდინარე, ხდება ამა თუ იმ გუნდის არჩევა და ჩამოყალიბება. შესაბამისად, გადასახადები შეიძლება ხშირად იცვლებოდეს ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე. არ არის მიზანშეწონილი, რომ ეს მუხლი იყოს საქართველოს კონსტიტუციის ნაწილი", - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics