23:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 09:19:13, 1737 ნახვა

საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს.

მრევლი და სასულიერო პირები ფილარმონიასთან, ვარდების მოედანზე, ოპერისა და პარლამენტის შენობებთან, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი.

სასულიერო პირები საზეიმო პარაკლისს იხდიან და ლოცვას აღავლენენ. ღონისძიებები ქართული საგალობლების და პატრიოტული მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.

ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინფორმაციით, დღეს თბილისში აწყურის და ივერიის ღვთისმშობლის ხატები შემობრძანდება.

13:00 საათზე კი, „ვარდების„ მოედნიდან (სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორია) მსვლელობა დაიწყება სამების საკათედრო ტაძრისკენ.

„სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ოჯახებს, მრევლს და სრულიად საქართველოს“, - აცხადებენ „დავითიანნში“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics