23:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 18:23:54, 1882 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის თასი - ჩემპიონი გათამაშებას მერვედფინალიდან დაემშვიდობა

13-14 მაისს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის მერიის თასის მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა. ეტაპი „დიდუბე“ – „ვაზისუბნის“ დაპირისპირებით დაიწყო, რემელშიც დიდუბემ დაძაბულ ბრძოლაში 2-1 იმარჯვა. მეორე შეხვედრაში „35-ე თბილისმა“ დიდი ანგარიშით სძლია „ბასიანს“ 7-2. მესამე შეხვედრაში კი, „ტტც“-ემ 3-1 იმარჯვა „ს.ფ.კ ლოკომოტივთან“, ხოლო დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში „ნახალოვკამ“ პენალტების სერიაში დაამარცხა „სეუ“.

აღნიშნული შეხვედრა მოყვარულთა თასი 2016 -ის ფინალის გამეორება გახლდათ. შარშან, „სეუმ“ 2:0 დაამარცხა მეტოქე და ჩემპიონიც გახდა. აღნიშნულ შეხვადრაში კი ანგარიში „ნახალოვკამ“ ნიკა მაისურაძის გოლით გახსნა. სეუმ კი, მალევე გაათანაბრა გიორგი მარაქველიძის შედეგიანი დარტყმით. პენალტების სერიაში უკეთ ნახალოვკა გაისარჯა-5:3.

რევანში შედგა.  ჩემპიონი გათამაშებას გამოეთიშა.

14 მაისის შეხვედრაში „თ.ს სასამართლომ“ 4:1 სძლია „ბასას“, „დადიანმა“ 8:1 „ინტექსს“, ხოლო დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში „უქიმერინმა“ 1:0 იმარჯვა „სსგ აფხაზეთთან“.

ლიგის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან:

ტელეკომპანიები: „აჭარა“ და  „თრიალეთი“.  ინტერნეტ პორტალები: “Sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო” და რადიო „ჯაკო“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics