23:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 17:23:27, 1624 ნახვა

საზოგადოება
ნინო წილოსანის ინიციატივით, გურიის მოსახლეობამ სამედიცინო კვლევები უფასოდ გაიარა

ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარ ნინო წილოსანის ინიციატივით და საჩხერის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით, გურიის მოსახლეობას საშუალება მიეცა, უფასოდ მიეღო სამედიცინო კონსულტაცია და გაევლო დიაგნოსტიკური და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები.

აქცია14 მაისს, შეკვეთილში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკა „დოსტაქარში“ ჩატარდა. სპეციალურად ამ აქციისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან მოწვეულმა ექიმებმა მსურველებს გაუწიეს კონსულტაციები და ჩაუტარეს კვლევები კარდიოლოგიის, ონკოლოგიის და მამოლოგიის მიმართულებებით.
მთელი გურიის რეგიონიდან შეკვეთილამდე და უკან აქციის მონაწილეთა უფასო მგზავრობა ნინო წილოსანის ბიურომ უზრუნველყო.
შეკვეთილისკენ ტრანსპორტი გაემგზავრა: ლანჩხუთიდან, სუფსიდან, ძიმითიდან, ჩოხატაურიდან.
დეპუტატის ამ ინიციატივით ამჯერად 150-მა ადამიანმა ისარგებლა.

დეპუტატის ბიურო მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს. „ამ ეტაპზე გამოიკვეთა კონკრეტული მოთხოვნილებები და ასევე ტექნიკური ხასიათის პრობლემები, რომელთა გათვალისწინებითა და გადაჭრით ჩვენ შევძლებთ, სამომავლოდ ამ აქციებს უფრო მასშტაბური სახე მივცეთ,“ - დასძენს ნინო წილოსანი.


(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics