05:55 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 16:05:58, 501 ნახვა

პოლიტიკა
საგანელიძე: ადეიშვილის ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოღების მიზეზები უნდა გაირკვეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  დავით საგანელიძის განცხადებით,  ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოღების მიზეზები უნდა გაირკვეს.

მისივე თქმით, თუ ეს გაუგებარი დარჩება, მაშინ პროკურატურის სისუსტეზე შეიძლება საუბარი.

საგანელიძე მიიჩნევს, რომ ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლით  ძებნილი უნდა იყოს.

„ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი პროკურატურის სისუსტეა. ჩვენი პროკურატურის დამსახურებაა, რომ შეიქმნა ის საქმე, რომლის გამოც  ის იყო ძებნილი და ვფიქრობ უნდა იყოს კიდეც. ხოლო თუ რა არის მიზეზი მისი სიიდან ამოღების, ამას სჭირდება გარკვევა. თუ ვერ ივაჟკაცეს და ვერ გაარკვევენ, მაშინ შეიძლება სისუსტეზეც ვილაპარაკოთ. ასეთი პიროვნება ძებნილი უნდა იყოს“,-განაცხადა დავით საგანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics