|
2017-05-12 12:01:58, 1664 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში სამხედრო სამსახური მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს სავალდებულო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, 64%, მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს სავალდებულო. 18% ფიქრობს, რომ სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო, 16%-ის აზრით, საქართველოში სამხედრო სამსახური არ უნდა იყოს სავალდებულო, 1%-აღნიშნავს, რომ არ იცის. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)