18:30 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 15:02:29, 2140 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ძიძიგური პრეზიდენტზე: ერთ შემთხვევაში აპელირებდე ხალხის უფლებაზე, მეორე შემთხვევაში სხვაგვარი გამოდიოდეს პასუხი, არამგონია, სწორი იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ერთის მხრივ  პრეზიდენტი აპელირებს ხალხის უფლებაზე და ამბობს, რომ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაერთვას, ხოლო მეორე მხრივ,  როდესაც ქორწინების დეფინიციაზე ხალხის უმრავლესობა კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების მომხრეა,  პრეზიდენტი ამგვარი ჩანაწერის აუცილებლობას ვერ ხედავს.

ძიძიგურის შეფასებით, ასეთი მიდგომა არასწორია:

„საყოველთაო-სახალხო განხილვა იყო ქორწინების საკითხთან დაკავშირებით, იქაც 99.99% საქართველოს მოსახლეობის, იყო გულმხურვალე მხარდამჭერი, დაფიქსირებულიყო კონსტიტუციაში, რომ ქორწინება ესაა ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა ოჯახის შექმნის მიზნით, მაგრამ პრეზიდენტის განცხადება მახსოვს მე მაშინ, რომ  ის კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობას  ვერ ხედავდა.  ასე რომ, თემა სხვაგვარადაა, ერთ შემთხვევაში აპელირებდე და ამბობდე, ხალხს ამის უფლება არ წავართვათ, მეორე შემთხვევაში სხვაგვარი გამოდიოდეს პასუხი, არამგონია, სწორი მიდგომა იყოს“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა ზუგდიდში მიმდინარე კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics