11:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-13 10:24:35, 452 ნახვა

საზოგადოება
სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფსოდ მოემსახურება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფსოდ მოემსახურება.

თბილსის მერიის ინფორმაციით,  სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები 08:00-დან 19:00 საათამდე იმოძრავებს.

მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან გავა. კუკიისა და მახათას სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები სადგურის მოედნიდან და მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“ მოემსახურება. საბურთალოს სასაფლაოზე ავტობუსები გავა მეტროსადგურ „დელისის“ ტერიტორიიდან. თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ მოემსახურება. ველის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები ჭიჭინაძის ქ. №26-დან იმოძრავებს. ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები გავა მეტროსადგურ „ვარკეთილიდან და ასევე მისამართიდან: მე-3 მასივი, შუამთის ქ. მე-10 კვარტალი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics