17:27 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 11:03:45, 1690 ნახვა

საზოგადოება
მთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ინფოტურები დაიწყო

მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ინფოტურებს იწყებს. პირველი ტურის ფარგლებში რეგიონში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა  ქედის ახალი ტურისტული მარშრუტი - გობრონეთის ტური გაიარეს.

ინფოტურის მონაწილეება  მარშრუტზე არსებული  ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და გობრონეთში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლები მოინახულეს. ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ საოჯახო სახლების სერვისებსა და ურთიერთანამშრომლობის პირობებს. 

ქედაში, გობრონეთის მარშრუტი იმ ახალ ტურისტულ მარშრუტებს შორისაა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტურისტებს სთავაზობს. მიმდინარე წელს, სააგენტო დამატებით ოთხი ტურისტული მარშრუტის მარკირება-განვითარებაზე მუშაობს. რაც შეეხება ინფოტურებს, წლის ბოლომდე მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით 15-მდე ინფოტურის ორგანიზება იგეგმება. შემდეგი ინფოტური 4 მაისს, მაჭახელას ტურისტული მარშრუტის მიმართულებით ჩატარდება. 

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics