16:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 12:24:49, 1898 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა შიდა ქართლის რეგიონში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულეს.

სამინისტრომ  შიდა ქართლის რეგიონში კერძო სახლი,  საკარმიდამო მიწის ნაკვეთით, 86 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. 

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გორის რაიონის სოფლებში ხიდისთავსა და მეჯვრისხევში დევნილ ოჯახებს საწოლები ჩაუტანა.    მიუხედავად იმისა, რომ მეჯვრისხევი ე.წ საზღვართან მდებარეობს, მოდებაძეების ოჯახმა ამ სოფელში ცხოვრება საკუთარი სურვილით აირჩია.                                                                                      

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1 500-ზე მეტ ოჯახს შეუსყიდა. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics