15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 13:27:33, 1990 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგის  მნიშვნელოვანია ნაწილია.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ  პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მტკიცეა.

"ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი და მძლავრი გზავნილი გავრცელდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ძალიან მტკიცეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. ბოლო დღეებში აშშ-ის კონგრესმენების წერილი, წარმომადგენლობით პალატის პროექტი, ასევე ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება, ეს ყველაფერი ერთად ქმნის ძალიან ძლიერი მხარდაჭერის ობიექტურ სურათს. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის პროექტს, ეს მართლაც უპრეცედენტოა. ბიუჯეტის შესახებ კანონში ფაქტობრივად, ჩნდება ჩანაწერი საქართველოს შესახებ, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ აშშ-ს არ სურს რაიმე ფორმით წაახალისოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. ეს არის ძალიან ქმედითი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით",- განმარტა  ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics