15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 13:09:13, 1956 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: აშშ-სთან სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი პრიორიტეტია

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, მათ შორის, არაა დანიშნული ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელი, თუმცა საქართველო ამ საკითხს დღის წესრიგში მაინც აყენებს.

"ამერიკასთან სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერობების გაღრმავება არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ორმხრივ დრის წესრიგში. კონკრეტულად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.

ეს ყოველთვის იდგა საქართველოს მხრიდან დღის წესრიგში. ვიცით, რომ წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა ამ საკითხზე იყო ორიენტირებული რეგიონალურ პლატფორმებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე. შესაბამისად, იგი არ უჭერდა მხარს ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას. რაც შეეხება კონგრესის მხარდაჭერას ამ მიმართულებით, ის უმნიშვნელოვანესია. ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. არ არის დანიშნული ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელი და შესაბამისად, ველოდებით აშშ-ს ადმინისტრაციის ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებას, მაგრამ ამ საკითხს დღის წესრიგში მაინც ვაყენებთ",- აღნიშნა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics