17:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 13:13:47, 2180 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე 40 000 ლარი დაიხარჯა, წინა კომისიის ხარჯებმა კი, 360 000 ლარი შეადგინა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან შეხვედრაზე  საკონსტიტუციო კომისიის ხარჯებზე ისაუბრა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახალი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე 40 000 ლარი დაიხარჯა, წინა კომისიის ხარჯებმა კი, 360 000 ლარი შეადგინა და შედეგი  ნულოვანი იყო.

„300 სამოცი ათასი  ლარი დაიხარჯა წინა კომისიის მუშაობისთვის, მაშინ როდესაც შედეგი იყო  ნულოვანი. ახალმა კომისიამ 40 ათასი ლარი დახარჯა იმაში, რომ სრულიად ახალი რედაქცია საქართველოს კონსტიტუციის ჩამოეყალიბებინა. ეს ყველაფერიც მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი იყო ძალიან რაციონალურად  დაგეგმილი და ჩვენ დავზოგეთ გადამხდელის თანხები, იმით, რომ რაციონალურად მივუდექით ამ ყველაფერს“,-განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს.

მისივე თქმით, მათ განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics