11:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 12:47:48, 2111 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ორივე შესრულებულია

„პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ორივე შესრულებულია“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 კობახიძის განმარტებით, კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყნის შემდგომ განვითარებას.

„დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში წარიმართა პროცესი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, ერთი ამოცანა იყო კონსტიტუციის სრულ შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. დღეს ეს შესაბამისობა უზრუნველყოფილი არ არის. გვაქვს მთელი რიგი ნორმები, რეგულაციები კონსტიტუციაში, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. ეს დასკვნა არის გამოკვეთილი ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც 2010 წელს დადო ამ ორგანომ, თავის დროზე როცა გადაისინჯა ფუნდამენტურად საქართველოს კონსტიტუცია“,-აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, მეორე ამოცანა არის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას.

„ჩვენი ეს ორი ამოცანა ვფიქრობთ, რომ არის შესრულებულია იმ დოკუმენტით, რომელიც არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული“,-დასძინა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics