11:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 16:15:52, 1937 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: თავდაცვის დოკუმენტში საფრთხეები ადეკვატურადაა შეფასებული

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ  „კრემლი აქცენტს აკეთებს რბილი ძალის გაძლიერებაზე, რათა მოახდინოს პრორუსული ჯგუფების გაძლიერება და დასავლური კურსის დისკრედიტრაცია,  ასევე, ოკუპირებულ ტერირორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის პირობებში შენარჩუნდება ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საფრთხე“.

დოლიძის აზრით,  აღნიშნული  საფრთხეები  თავდაცვის დოკუმენტში ადეკვატურადაა შეფასებული:

„ორივე ნახსენები საფრთხე რომ რეალურად საფრთხეა, ამას ბევრი კამათი არ სჭირდება. პირველი, რაც პროპაგანდას შეეხება, არა მხოლოდ საქართველოს, არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპული და ევროატლანტიკური საფრთხეა და ჩვენ სწორედ ამიტომაც ვებრძვით ამ პროპაგანდას ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, თუნდაც დღეს მე ვიმყოფები აქ (ტექნიკურ უნივერსიტეტში).როდესაც ოკუპანტი კილომეტრ ნახევრიან დაშორებაში იმყოფება ცენტრალურ მაგისტარალთან, ეს რომ პირდაპირი  საფრთხეა, ამაზეც ბევრი კითხვა არ ისმის, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველო, რომელიც  მშვიდობისმყოფელი  და მოყვარე ქვეყანააა,  თავის თავდაცვით რესურსებს თავდაცვითი სახით მხოლოდ იუმჯობესებს და ბუნებრივია, მომავალშიც გააუმჯობესებს, ისევე როგორც ნატო-სთან სრული თავსებადობის მიღწევა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ინტეგრაციული პროცესების კვალდაკვალ. ამიტომ, ეს საფრთხეები აბსოლუტურად ადეკვატურადაა შეფასებული თავდაცვის დოკუმენტში“,-განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics