13:46 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 10:19:29, 1872 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ცერემონიას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და უნგრეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნგრელ კოლეგას პირისპირ ხვდება.

ამასთან, გაიმართება გაფართოებული შეხვედრა უნგრეთისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით, რის შემდეგაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დოკუმენტი გაფორმდება.

საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ, შემდეგ კი, საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმში მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, დაგეგმილია ვიქტორ ორბანის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლამდე უნგრეთის პრემიერმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანი საქართველოს გუშინ ეწვია. ვიზიტი დღეს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics