02:15 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 15:49:35, 1474 ნახვა

საზოგადოება
ხელმისაწვდომი სპორტული ინფრასტრუქტურა - დავით სონღულაშვილმა პროგრამის განხორციელება დაიწყო

დღეს, ააიპ „ჩუმლაყის განვითარების ფონდმა“ დავით სონღულაშვილის ინიციატივით, ჩუმლაყის საჯარო სკოლასა და ახლადშექმნილ რაგბის და ფეხბურთის გუნდებს სპორტული ინვენტარი გადასცა.

„ჩუმლაყის განვითარების ფონდი“, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა და რომლის მიზანიც სოფელში სპორტის განვითარების ხელშეწყობაა, აქტიური მუშაობა უკვე დაიწყო.

ფონდის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩუმლაყში არსებულ ფეხბურთის სტადიონს, შეიღება ძელები და დაიხაზა მოედანი, ინფრასტრუქტურა მოეწყო როგორც ფეხბურთისთვის, ასევე რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის სათამაშოდ.

„ჩუმლაყის განვითარების ფონდმა“ ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის ბურთები, ტენისის მაგიდა და ჩოგნები, ჰოლაჰოპები, ჭადრაკი, ბადმინტონი და ფრიზბები საჩუქრად გადასცა, ხოლო რაგბისა და ფეხბურთის გუნდები სრულად აღჭურვა სათამაშო ფორმებითა და სპორტული ინვენტარით.

მნიშვნელოვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ჯანსაღი გარემო წარმატებული მომავლისთვის და მე, ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, ახალგაზრდული გარემოს მკვეთრი გაუმჯობესებისთვის“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ამ ეტაპისთვის კი მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები იმ შენობისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება სრულიად უფასოდ შეისწავლოს ფეხბურთი, რაგბი, ძიუდო, ჭიდაობა და სხვა სპორტული სახეობა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics