19:16 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 11:32:17, 1673 ნახვა

საზოგადოება
დევნილთათვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები.  მოქალაქეებმა მიიღეს  თერაპევტის, კარდიოლოგის, ნერვოლოგის, პედიატრის, ბავშვთა ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, ოტოლარინგოლოგის, დერმატოლოგის, უროლოგის, ორთოპედ-ტრამვატოლოგისა და მამოლოგის მომსახურება. აგრეთვე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული და ექოსკოპიური გამოკვლევები.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics